top of page

ჩვენს შესახებ

ჩირის წარმოების გარშემო აგებული ეკო-ტურისტული კომპლექსი გურიაში

 

სკიჯი - ჩირის წარმოება ადგილობრივი ხილისგან 150-წლიან გურულ ოდაში;

  • სკიჯის სახლი - ეკო-ტურისტული განთავსების სივრცე;

  • სკიჯის სამზარეულო - ტრადიციული გურული კერძები, ჩირის აქცენტებით;

  • ჩირს დამზადების და კულინარიული მასტერკლასები.
     

ბიზნესი განვითარებულია „აწარმოე საქართველოს“  და USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით

საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“ მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

სახლი, რომელშიც განთავსებულია ეს სასტუმრო, თანამედროვე დიზაინითაა გარემონტებული- ტრადიციული, სოფლისთვის დამახასიათებელი ინტერიერითა და ავეჯით.

ხუთი საძინებელით, სასადილოებით, ღია აივნებით, სველი წერტილებით. ეზოში გურული „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით.

სახლთან ახლოს (200 მეტრში) ჩამოდის პატარა მდინარე „ლუგუბა“ ბუნებრივი „ჯაკუზით“ ე.წ. - ჭურისწყალა. 400 მეტრში კი მდინარე „გუბაზოულია“, ლამაზი სანაპიროთი და საბანაოებით.

ამავე სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები; რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები - ნაბეღლავი, ბახმარო, გომის მთა და შავი ზღვის სანაპირო.

ასევეა, რამდენიმე ეკლესია-მონასტერი: VI საუკუნის უდაბნოს მამათა მონასტერი; ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია და ხიდისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

ტურისტებს ვთავაზობთ საფეხმავლო და კულტურულ ტურებს; თევზაობას; სხვადასხვა საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობას: ტრადიციული კერძების მომზადებას, ღვინის დაყენებას, არყის გამოხდას, ჩირის გაშრობას, ყველის ამოყვანას, ჯანჯუხის ამოვლებას, კეცის ხაჭაპურის გამოცხობას და ა.შ...

სასტუმრო ემსახურება მსგავსი სერვისით დაინტერესებულ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს.

გვესტუმრეთ "სკიჯის სახლში",  ბახმაროს მთის ძირში ჩაფლულ ზღაპრულ სამყაროში, შეიგრძენით ნამდვილი გურული სოფელი გურულ ოჯახში, გურული ამბებით, გემოებით და თავგადასავლებით...

საფეხმავლო ტური:
გვაქვს კიდევ ღირსშესანიშნავი ადგილები, ჩვენს გარშემო:
სკიჯის სახლი - ჭურის წყალა, დუმბაძის მუზეუმი, მეწიეთის ჭადარი, ჭიკოია სან-სეტი, კალანდაძეების ოდა

 

 

USAID პროექტი
აწაემოე საქართველო
ჩვენი ლოკაციის რუკა

Skiji - Family hotel in Guria, Georgian cuisine and dried fruit enterprise

Terms Of Use
These terms and conditions apply to all our services available online, through any mobile device, by email or by telephone. By accessing, browsing and using this website and / or by completing a reservation, you acknowledge to have read, understood and agreed to these terms and conditions below (and our privacy statement).
The pages of this website, the content and infrastructure of said pages are owned, operated and provided by Family Hotels Greece and are provided for non-commercial use only, subject to the terms and conditions you can see below.
“Skijissakhli”, “us”, “we” or “our” means Skijissakhli.
“Platform” means the website owned, controlled, managed, maintained and/or hosted by Family Hotels Khidistavi and on which the “Service” is provided.
“Service” means the reservation facilitation made by the website.
“Property” means the provider of accommodation (e.g. hotel, guesthouse, farm stay, villa).

 

CANCELLATIONS
Since Family Hotels Skijissakhli does not make direct reservations, we are not liable to any cancellations made by the property and any cancellations needed by you, must be done directly with the property, without Family Hotels Skijissakhli interference.
Privacy
In addition to the personal data collected through the Registration Application submitted to participate in any service offered through the site (hotels etc.)

 

Cookie policy
The Company may use cookies in order to make or facilitate your communication with the Company, through the electronic communications network. These are cookies for which your prior consent is not required by applicable law. The above cookies are small files that, if you have accepted their download, according to your computer configurations, are stored on your computer hard drive for the aforementioned purposes, without having access to any document or any other file on your computer.
You can customize your computer browser to either notify you of the use of cookies in certain areas of the website or to prohibit the use of cookies in all cases.

bottom of page