top of page
Search
Writer's pictureLola Khubua

BUZZ საქართველოს მესამე Pre-Sale ტური სტუმრად გურიაში, სკიჯის სახლში


კამპანია „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“ ,ხორციელდება USAID Yes-Georgia პროგრამის BUZZ საქართველოს ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.


რეგიონებში გასვლის პირველი ასეთი ღონისძიება 2021 წლის აპრილის თვეში განხორციელდა. პროექტის შესახებ: USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამასთან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს. პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში.







პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. „BUZZ საქართველო" USAID Yes-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში", ერთ-ერთი კომპონენტია 2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.




139 views0 comments

Comments


bottom of page