top of page

სკიჯი ანუ ჩირი

"სკიჯი" არის ხმელი ყურძნის ძველქართული სახელწოდება.

ჩირის საწარმო „სკიჯი“ მდებარეობს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში.

საწარმო განთავსებულია  150 წლიან გურულ ოდაში, აღჭურვილია ევროპული სტანდარტის, თანამედროვე მანქანა დანადგარებით.

2023 წლიდან სკიჯის საწარმოო პროცესი HACCP-ის (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა) პრინციპებს შეესაბამება.

ნედლეულად გამოიყენება ადგილობრივი ხილი, პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული გემური და სასარგებლო თვისებებით, არ შეიცავს შაქარს და დანამატებს.

საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი, ნატურალური ნედლეულის ათვისებას და ბაზარზე ქართული, ჯანსაღი პროდუქტის დამკვიდრებას.
სათარგმნია

 

პროდუქტები :

  • ჩირი:  მანდარინის გული, მანდარინი კანით, კივი, ხურმა, ქლიავი;
     

  • ხილის ჩაი:  ჩაი - მოცვის ფოთოლი/შავი ჩაი/მწვანე ჩაი. 

ჩირები - კომში, ლურჯი მოცვი, ფეიხოა, ლიმონი;

 

  • გატარებული ჩირის კანფეტი: კივი, ხურმა, მანდარინი. ეკოშეფუთვა - სიმინდის ფუჩეჩით;

    სკიჯის გრანულები შოკოლადით:  დაჭრილი მანდარინი, კივი, ხურმა, ქლიავი, მოცვი, უმაღლესი ხარისხის შოკოლადი.


    შენიშვნა: არ გამოიყენება შაქარი და რაიმე სახის დანამატი. ინახება განსაზღვრულ ბუნებრივ პირობებში

     

უგემრიელესი გურული ნუგბარი
სკიჯის ჩირის ფასები
bottom of page